ნამდვილ შეცნობას გამოცდილება გვანიჭებს, და არა ცოდნა.
— ლიზ ბურბო

საკუთარი სიამოვნებისთვის მუშაობისას დიდ თავისუფლებას განვიცდი , ნამდვილს და არა ყალბს, რომელიც  ექსპერიმენტების ჩატარებისკენ მიბიძგებს,  დატვირთულია ინოვაციური ჩანაფიქრებით. უბრალო საგნები იქცევიან რაღაც განსაკუთრებულებად. როგორც ბავშვობაში, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თან ატარებს, რატომაც და სადაც არ უნდა იყოს. მოვუსმინე საკუთარი სულის ჩურჩულს, რომელმაც მიმაცილა მშობლიურ საქართველომდე და ლეგენდებით სავსე ქართულ სამზარეულომდე, რომლის მსგავსი გემო და არომატი მსოფლიოს არცერთ სხვა სამზარეულოში არ მოიძებნება, ხოლო მრავალხმიანი უნიკალური კერძების და სუნელების ხმოვანებამ შეუძლებელია, რომ გულგრილი დაგტოვოთ. ბედნიერი შემთხვევები ყოველთვის მიბიძგებდა საინტერესო გზებისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“ თქვენც ასევე გიბიძგებთ შეიცნოთ ქართული სამზარეულოს გემო, მრავალფეროვნება და მის მიერ მონიჭებული სიამოვნება.

ყველა, ვინც ჭამს, იმისთვის, რათა შეიგრძნოს სიცოცხლის სიხარული, და არა მხოლოდ საარსებოდ, გეპატიჟებით იმოგზაუროთ  საქართველოს სურნელების უნიკალურ სამყაროში. როგორც ვიღაცამ ერთხელ სწორად აღნიშნა, ახალი კერძების აღმოჩენა ადამიანებს  უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ვარსკვლავების აღმოჩენა...

ისიამოვნეთ გემოსგან მიღებული სიხარულით, აღმოაჩინეთ ქართული კვების საიდუმლო და გაბედულად გადადგით ნაბიჯი სწორი კვებისა და ხანგრძლივი სიცოცხლისაკენ. მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი და სათუთად შენახული ტრადიციები თქვენ გიღებთ კარს...

შეხვედრამდე, სასიამოვნო და მოულოდნელობებით აღსავსე დეგუსტაციის საღამოებზე!

 

მადლობას გიხდით გრძნობებით სავსე სამადლობელო სიტყვებისთვის. თქვენ მათ ფრთები შეასხით. და დაე გაფრინდნენ ისინი..

ქრისტინა, დიდი მადლობა ასეთი მყუდრო და ნოყიერი საღამოსთვის, ბადრიჯნის რულონებით და სალათებით :) მომავალ შეხვედრამდე!
— ლინა ბროგაიტე -კაჟემეკიენე
გულწრფელ მადლობას გიხდით საღამოსათვის. მოხიბლული დავრჩი. ყველაფერი შესანიშნავი იყო.
— ეგლე სტანიონე
... გულწრფელად გიხდით მადლობას ახალი იდეისთვის. ჩვენთვის, ლიტველებისთვის, ეს დახვეწილი საშუალებაა, გავეცნოთ საქართველოს კულტურას. თქვენს მიერ ჩატარებული დეგუსტაციები - არ არის მხოლოდ ქართული კერძების წარდგენა. ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანები, რომლებიც სტუმრობენ ქართული კერძების დეგუსტაციებს ხვდებიან სულ სხვა სამყაროში - ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს შესახებ. თქვენ, კერძების წარდგენისას, საკვების მომზადების შესახებ მონათხრობში აქსოვთ ინფორმაციას ქვეყნის გეოგრაფიის, კლიმატის, ტრადიციების, ხელოვნების შესახებ... ყოველი თქვენი დეგუსტაცია - ჩვენთვის დიდი კულტურული საჩუქარია. დიდი საჩუქარია საქართველოსთვის, რადგან ის, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, თქვენი დამსახურებით უახლოვდება რიგითი ლიტველის გულს, იპყრობს მას და მიუძღვება უფრო ღრმა შეცნობისკენ...
— ვილმა პრანაიკიტე-კალედიენე