საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სამყარო

ცხოვრება იმდენად ღირს, რამდენადაც შეგვწევს უნარი მივიღოთ მისგან სილამაზე და სინათლე, რამდენადაც მივდივართ მის გზაზე რწმენითა და სიყვარულით…
— - მ. გიმბუტიენე

 

რწმენის, სიყვარულის, სიკეთის და სინათლის თანხლებით დაიბადა საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი. საქართველო - პატარა ერი, რომელსაც პლანეტის ზედაპირის 0,047 %  უკავია. მიუხედავად რთული ბედისწერისა, საუკუნეების განმავლობაში მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი სულიერება და არასოდეს არ გაუყიდიათ თავიანთი იდეალები - სიყვარული და თავდადება ერთიმეორისა თუ კაცობრიობისადმი. სიყვარული ქართველებისთვის - არსებობის პრინციპი. როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და ის მარტოა - მასთან მოდიან მეზობლები, ისინი ერთმანეთს უზიარებენ გასაჭირს და ადამიანის დარდიც მსუბუქდება.  ერთი ადამიანის სული ეხება მეორე ადამიანის სულს და სწორად ეს არის ის უდიდესი გავლენა, რაც ერთ ადამიანს შეუძლია მოახდინოს მეორეზე. მე ასეთ საქართველოში ვარ გაზრდილი, მე ასეთი საქართველო მიყვარს და მინდა გავუზიარო ლიტვას. ვქმნი და მწამს, რომ ადამიანებს სჭირდებათ ის საგნები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩემთვის. და მე ეს ბედნიერებას მანიჭებს.

საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში შეგიძლიათ ეწვიოთ ქართველ ხელოვანთა გამოფენებს, დატკბეთ გამორჩეული ქართული ფილმებით, მონაწილეობა მიიღოთ ქართული სამზარეულოს კერძების სწავლებებში და დეგუსტაციის საღამოებში, საინტერესოდ და არატრადიციულად აღნიშნოთ თქვენი პირადი დღესასწაულები - დაბადების დღეები, მეგობართა საღამოები ან ქორწილები, კომპანიის საღამოებზე მყუდროდ და გამორჩეულად გაატაროთ დრო კოლეგებთან ერთად.

შეიცანით საქართველოს კულტურა და სურნელი ჩვენთან ერთად.