ხელოვნების ნებისმიერი ფორმა - ეს არის საუბრის, ნამდვილი, გულწრფელი საუბრის საშუალება საკუთარ მაყურებელთან და მართლაც, საუბარი გახლავთ უმნიშვნელოვანესი საგანი და საფუძველი ხელოვნებისა, პრინციპი ყოველგვარი შემოქმედებისა.
— გელა კანდელაკი

ქართული ხელოვნებისა და სურნელის სახლი გეპატიჟებათ ქართული კინოს განსაკუთრებულ საღამოებზე, რომ  აღმოაჩინოთ და გაიცნოთ ქართული კინო –სამყარო - გულწრფელი და განსაკუთრებულად მსუბუქი, ბრძნული და  მეგობრული,  დახვეწილი იუმორითა და ენთუზიაზმით გაჟღენთილი,  სიხარულისა და მწუხარების ჰარმონიიდან შეთხზული. ვიღაცამ ზუსტად აღწერა, რომ ქართველები არ ქმნიან თავიანთ ფილმებს, ისინი მათ უბრალოდ.... ამღერებენ. გეპატიჟებით, რათა თქვენც  შეეხოთ ნამდვილ ხელოვნებას, რომელიც, გელა კანდელაკის თქმით, ძალიან ახლოს არის მუსიკასთან - თუ მუსიკასა და პოეზიას მივიჩნევთ აზროვნების უმაღლეს ფორმად. იქ აღარ რჩება არც პოლიტიკური აზროვნება, არც მსგავსი საგნები - არის მხოლოდ მელოდია და ჰარმონია. ერთი ადამიანის სული ეხება მეორე ადამიანის სულს და სწორად ეს არის ის უდიდესი გავლენა, რაც ერთ ადამიანს შეუძლია მოახდინოს მეორეზე..

მობრძანდით ჩვენს მყუდრო სახლში კინო – საღამოებზე და გაეცანით შესანიშნავ ქართულ ფილმებს!


ღონისძიებები