ჩვენ რაიმეს მხოლოდ მისი კეთებისას ვსწავლობთ. სხვა გზა არ არის.
— ჯონ ჰოლტი

უზომოდ მოხარული ვარ თქვენს მიერ გამოჩენილი დიდი ინტერესით ქართული საკვებისა და კვების ცვალებადი ჩვეულებების მიმართ! თქვენ ხვდებით, თუ რას მიირთმევთ! თქვენ გრძნობთ ნამდვილი საკვების გემოს! ხედავთ მრავალფეროვნებას და მის  მიერ მონიჭებულ უპირატესობებს! თქვენს მიერ დიდხანს ნანატრი კურსები - ქართული სამზარეულოს ანბანი - უკვე ძალიან მალე დაიწყება! დასაწყისი - 10 მაისი!

სიყვარულით სავსე მხიარულ სამზარეულოში თქვენ გაატარებთ 4 გამორჩეულ საღამოს. ამ დროს  მოვამზადებთ, გავსინჯავთ, აღმოვაჩენთ   ყველაზე პოპულარული ქართული კერძების გემოს და გავეცნობით ქართული სამზარეულოს საიდუმლოს.

თქვენ გელოდებათ ქართველების მიერ გაღმერთებული ბადრიჯანი, შესანიშნავი ტრადიციული საჭმელი - ფხალი, ცნობილი და საყვარელი ხაჭაპური და, რა თქმა უნდა, უდავოდ უკონკურენტო ხორციანი კერძების თემები. მოვამზადებთ, დავაკვირდებით, განვიხილავთ და ვიურთიერთებთ, გრძნობების გამდიდრებითა და განწყობის ამაღლებით!

შემოქმედებითი საღამო გაგრძელდება 4 გამორჩეული დღის განმავლობაში 18:00 საათიდან და დაგიჯდებათ 100 ევრო.

შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართული კერძების მომზადების სიამოვნება!

 

1 თემა ბადრიჯანი

3,5 საათის განმავლობაში მოვამზადებთ, გავსინჯავთ, აღმოვაჩენთ ქართველების მიერ გაღმერთებულ  ბადრიჯნის კერძებს, მათი მომზადების წესებსა და სინატიფეში ჩაძირულნი გაიგებთ ყველაფერს ბადრიჯნის შესახებ, შეისწავლით  კლასიკური ბადრიჯნის რულონების მომზადებას , ნახავთ გამორჩეულ ბადრიჯანს  ყველით და ყველასთვის საყვარელ  აჯაფსანდალს (ბადრიჯნისა და სხვა ბოსტნეულის მოშუშული)  მათი მომზადების პროცესში  თავად მიიღებთ  მონაწილეობას და შეიძენთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

2 თემა. ფხალი

3,5 საათის მანძილზე  მოვამზადებთ, გავსინჯავთ, აღმოვაჩენთ შესანიშნავ ქართულ საჭმელს, რომელიც მზადდება ბოსტნეულისგან, ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ძვირფასი კაკლისგან, ტრადიციული არომატული სანელებლებისგან და მწვანილებისგან. ფხალი– ესაა საჭმელი, სავსე სიცოცხლით, ენერგიითა და ვიტამინებით;

გაიგებთ ყველაფერს ფხალის შესახებ, ისწავლით  ლობიოს, ჭარხლის და ბადრიჯნის ფხალის მომზადებას.

3 თემა. ხაჭაპური

3,5 საათს დავუთმობთ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ხაჭაპურის მომზადებასა და  გასინჯვას. მისი  მომზადების პროცესში  თავად მიიღებთ მონაწილეობას და შეიძენთ  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

გაიგებთ ყველაფერს ხაჭაპურის შესახებ, ნახავთ, როგორ უნდა  მოამზადოთ კლასიკური იმერული და აჭარული ხაჭაპური და აგრეთვე  რაჭის რეგიონში დამზადებული ხაჭაპური, ლობიანი ლობიოთი

4 თემა. ხორციანი კერძები

3,5საათის მანძილზე  მოვამზადებთ, გავსინჯავთ, აღმოვაჩენთ ყველასთვის სანატრელ საცივს - ფრინველის ხორცს კაკლის საწებელთან ერთად,  პოპულარულ კუპატს - სანელებლებით შეზავებულ გატარებულ ღორის ხორცს ტყემალთან ან ბროწეულის საწებელთან ერთად  და ყველასათვის მოულოდნელად უგემრიელეს კეპილას - ძროხის ხორცის რულონებს კოწახურთან ერთად;

გაიგებთ ყველაფერს ყველაზე ცნობადი ქართული საწებლის შესახებ, რომელიც უხდება  ხორციან კერძებს და გამოიკვლევთ ქართულ სანელებლებს, მათი უნიკალურობისა და თავისებურების აღმოჩენით.