სამზარეულო არის გამოხატვის საშუალება, რომელსაც შეუძლია გადმოსცეს ჰარმონია, შემოქმედებითობა, სილამაზე, ბედნიერება, პოეტურობა, იუმორი.
— ფერან ადრია

არ ღირს აჩქარდე და მიაჯახუნო  სამზარეულოს კარები. ცხოვრებაში ყოველთვის არის და იქნება სიტუაციები, როდესაც საჭმლის გემრიელად მომზადების ცოდნა აღმოჩნდება ცხოვრებაში შეძენილი უდიდესი  საგანძური. უბრალოდ იყავით ცნობისმოყვარენი და მობრძანდით სიყვარულით გაჯერებულ, მხიარულ და სასიამოვნო საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის სამზარეულოში. თქვენ  გაეცნობით ქართული სამზარეულოს ანბანს და იტრიალებთ გამორჩეული ქართული კერძების გარემოცვაში! გეპატიჟებით, რომ  შეიყვაროთ სამზარეულო და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების   ნაწილი გახდეს საჭმლის მომზადების სიამოვნება!

გახდით შემოქმედი სამზარეულოში და ცხოვრებაში! განავითარეთ საკუთარი ოსტატობა და თვითდაჯერება!

მომავალ შეხვედრამდე სასიამოვნო და მოულოდნელობებით სავსე სწავლებებზე!

მადლობას გიხდით გრძნობებით სავსე სამადლობელი სიტყვებისთვის. თქვენ მათ ფრთები შეასხით და დაე გაფრინდნენ ისინი...

ძალიან მომეწონა ხაჭაპურის მომზადების გაკვეთილი, შესანიშნავი კომპანია, აღმაფრთოვანებელი გარემო და უზომოდ გულწრფელი მასწავლებელი :)
— ეგლე
ადამიანი იმისთვის არ იბადება, რომ გაქრეს როგორც უცნობი მტვერი. ადამიანი იბადება იმიტომ, რომ დატოვოს კვალი მიწაზე, სხვა ადამიანთა ფიქრებში. გულითადი მადლობა!
— აიდა და იუსტინა
თავს შევიქებ, რომ ქათმის ბარკლები ბროწეულთან და კაკალის საწებელთან ერთად შესანიშნავად გამომივიდა, ვინც გასინჯა, ძალიან შემაქო. შესანიშნავად გამომივიდა ლობიოს სალათიც. ქართულ თემაზე გაიმართა კულინარიული საუბრები...და ღორის ხორცი ბროწეულის საწებლით...მმმნნნიამმმმმ! მადლობა იდეისა და შთაგონებისთვის!
— რასა ნავიცკიენე
საკვები იყო გემრიელი, თვალებისთვის კი ლამაზი, მადლობა მშვენიერი საღამოსთვის!
— აუდრონე ვალჩიუკიენე
შობა - სასწაულებრივი დრო! გახსნის ცერემონიის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, ერთი კვირის შემდეგ ქრისტინასგან მივიღე ცნობა, რომ მეც გავხდი ლატარიის გამარჯვებული! ჯერ მაინც ვერ ვიჯერებდი, სანამ ამ სახლში არ შევაბიჯე. დიახ, ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ამ ადგილს ჰქვია საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი. ეს ნამდვილად არის სახლი, სადაც უბრალოდ კარგია მოსვლა. ძალიან მალე გაიარა საღამომ ამ სახლის მყუდრო გარემოში ტრიალსა და ქართული კერძების მზადებაში. უბრალოდ, შეუმჩნევლად გაფრინდა 3 საათი! შესანიშნავი ბადრიჯნის ხვეულები გამოვიდა. კიდევ დიდ ხანს მინდოდა ჯდომა და საუბარი ჩემ მიერ მომზადებული საჭმელების გასინჯვასთან ერთად, ცხელი ჩაის სმა და ქრისტინას მონაყოლების მოსმენა თავის უსაყვარლეს ქვეყანაზე. სამწუხაროდ, ფანჯრის იქით უფრო და უფრო ბნელდებოდა..... მადლობა იმ საღამოს ყველა კოლეგას და, რა თქმა უნდა, ამ სახლის დიასახლისს - ქრისტინას. ნამდვილად ვიცი, რომ ეს უკვე არის და იქნება ადგილი, სადაც, უბრალოდ, ძალიან კარგია შევლა. სადაც შეიძლება შეეხო ხელოვნებას და სადაც ყოველთვის თითოეული ადამიანი იქნება სითბოთი და ყურადღებით გარემოცული. მადლობა შენ, ქრისტინა, რომ ხარ ასეთი შესანიშნავი საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის ელჩი კაუნასში.
— ლინა შიმოლიუნაიტე - ლეკავიჩიენე